თეგი: ლუიჯი დი მაიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO უკრაინასა და საქართველოს კარს ვერ დაუხურავს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს „წითელი ხაზია“ მოსკოვისთვის

იტალიის მთავრობა უკრაინაში სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაზე მუშაობს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ სამხედრო ესკალაცია კიდევ უფრო გაამწვავებს ისედაც მძიმე შედეგებს ჰუმანიტარული, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ NATO უკრაინასა და საქართველოს კარს ვერ დაუხურავს. „NATO-ს, რა თქმა უნდა, არ შეუძლია, უარი თქვას ღია კარის პრინციპსა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ვალდებულებებზე, რომლებიც საქართველოსა და უკრაინას მომავალში ალიანსში გაწევრიანების საშუალებას აძლევს. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს „წითელი ხაზია“ მოსკოვისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.  მისივე თქმით, შიდა რეფორმების პროცესი, რომელიც უკრაინამ უნდა გაატაროს NATO-ს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. ლუიჯი დი მაიომ ასევე განაცხადა, რომ იტალია თავის პარტნიორებთან ერთად მუშაობს მდგრადი, ეტაპობრივი და პროპორციული ზომების პაკეტზე, რათა მოსკოვს აჩვენოს შედეგები, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმას მოჰყვება.

იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ზაგრებში ხორვატ და სლოვენიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა რომ ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამო რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს მხარს დაუჭერს. იუწყება Ansa. „იტალია არ დაადებს ვეტოს რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს", - განაცხადა მან. იტალია თავისი გაზის იმპორტის დაახლოებით 40%-ს რუსეთიდან იღებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის ცდილობს ალტერნატივის პოვნას და მარაგების დივერსიფიკაციას. რუსეთის ჯარის მიერ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტისა და სასტიკ დანაშაულების მტკიცებულებების ფონზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მოწოდებით გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ის კოორდინაციას გაუწევს სანქციების გამკაცრების საკითხს ევროკავშირის პარტნიორებთან და განსაკუთრებით გერმანიასთან. Financial Times იუწყება, რომ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხს 6 აპრილს განიხილავენ. ასევე წაიკითხეთ ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

მარცვლეულის მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, აფრიკაში ახალი კონფლიქტების გაჩაღების რისკი არსებობს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო მიიჩნევს, რომ ბლოკადის გამო, მარცვლეულის მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, რაც პროდუქტზე წვდომაში ბევრ დაუცველ ქვეყანას ხელს უშლის. იტალიელი დიპლომატის აზრით, ეს ნიშნავს, რომ აფრიკაში ახალი კონფლიქტების გაჩაღების რისკი არსებობს. „ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი. ჩვენ ვართ აფრიკაში პოლიტიკური არასტაბილურობის, ტერორისტული ორგანიზაციების გავრცელების, გადატრიალების საფრთხის წინაშე. ეს შეიძლებ,ა გამოწვეული იყოს მარცვლეულის კრიზისით, რომელსაც ჩვენ განვიცდით", - აღნიშნა დი მაიომ. მისივე თქმით, უკრაინის პორტებში რუსული ხომალდების მიერ 30 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი. დი მაიომ დაამატა, რომ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან პირველი შეხვედრა სურსათის უვნებლობის შესახებ სამშაბათს, 6 ივნისს გაიმართება. ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, აქტიურად იმუშავებს მედია: უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტისთვის „მარცვლეულის დერეფნის“ საგზაო რუკა შემუშავდა იტალიამ უკრაინას ხორბლის ტრანსპორტირებისთვის „საზღვაო დერეფნების“ შექმნა რამდენიმე დღის წინ შესთავაზა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პუტინს მოუწოდა, განბლოკოს მარცვლეულის ექსპორტი როგორც შავი ზღვის, ასევე, აზოვის ზღვის პორტებიდან, როგორიცაა მარიუპოლი, რომელიც რუსულმა ჯარებმა დაიპყრეს. პუტინმა დრაგის მოწოდების შესრულების პირობად სანქციების მოხსნა მოითხოვა. იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად აფრიკის კავშირის ხელმძღვანელი პუტინს უკრაინის ომის გავლენის შესახებ აფრთხილებს ომამდე უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორი იყო მსოფლიოში. მისი პროდუქტი აუცილებელია რეგიონების სასურსათო უსაფრთხოებისთვის, როგორიცაა, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო პარტია დატოვა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ პარტია „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ დატოვების შესახებ განაცხადა. დიპლომატმა პოლიტიკური ძალა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის საკითხში, არამყარი პოზიციის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, 22 ივნისიდან პარტია პარლამენტში „პირველი ძალა აღარ იქნება“.  მაიომ განაცხადა, რომ შექმნის ახალ საპარლამენტო ჯგუფს, რომელიც მხარს დაუჭერს მარიო დრაგის მთავრობას. იტალიური მედიის ცნობით, „5 ვარსკვლავის მოძრაობა 60-მა დეპუტატმა დატოვა“ და დიმაიოს ახალ ჯგუფს შეუერთდნენ. ცნობისათვის, „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ 2018 წლიდან ამ დრომდე მსხვილ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა და არჩევნებზე ხმათა 33% მიიღო. მანამდე უკრაინული მედია წერდა, რომ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიმართებით, სუსტ პოზიციაში დაადანაშაულა. ამასთან ცნობილია, რომ იტალიამ უკრაინისთვის „სამშვიდობო გეგმა“ შეიმუშავა, რომელიც ოთხი ეტაპისგან შედგება.  

პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას საფრთხე შეუქმნას - ლუიჯი დი მაიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო აცხადებს, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის მთავრობაში არეულობის გამო, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას საფრთხე შეექმნას. ამის შესახებ დი მაიომ Politico-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიომ, დრაგის კრიტიკოსები პუტინის საქმის შესრულებაში დაადანაშაულა და მოუწოდა, რომ იტალიის პარლამენტში კენჭისყრისას, მთავრობის დაშლას ხელი არ შეუწყონ. „რუსები ახლა ზეიმობენ, რომ მათ კიდევ ერთი დასავლური მთავრობა ჩამოაგდეს. ახლა მეეჭვება, რომ ჩვენ შეგვიძლია იარაღის გაგზავნა [უკრაინაში]. ეს მრავალი პრობლემიდან ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა", - განაცხადა დი მაიომ. მისი თქმით, თუ მთავრობა დაიშლება, საქმიანობას არჩევნებამდე შეზღუდული უფლებებითა და რესურსებით შეძლებს. „ამან შეიძლება, გამოიწვიოს პარალიზება, რადგან მთავრობას არ ექნება უფლება, განაგრძოს უკრაინის შეიარაღება, დაეხმაროს ოჯახებს ცხოვრების ხარჯების კრიზისის დაძლევაში ან გააფორმოს გაზზე ახალი ხელშეკრულებები რეზერვების შესაქმნელად“, - აღნიშნა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, დრაგი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი დასავლელი ლიდერია პუტინის წინააღმდეგ. ვინაიდან იტალია არის დასავლური ალიანსის მთავარი წევრი, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, დრაგი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მკაცრი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა, რუსეთის სავალუტო რეზერვების გაყინვას და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. მანამდე დი მაიო მოძრაობას - „5 ვარსკვლავი“  ხელმძღვანელობდა, მაგრამ პარტია ერთი თვის წინ, უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხზე დაპირისპირების გამო დატოვა. მან პარტიის ამჟამინდელი ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე პუტინის დახმარებაში დაადანაშაულა. მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. იტალიის პრეზიდენტმა მისი ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა. დრაგი 20 ივლისს იტალიის პარლამენტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მისი ბედი გადაწყდება. „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.

ევროკავშირმა სპარსეთის ყურის რეგიონში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

ევროკავშირის პირველ სპეციალურ წარმომადგენლად სპარსეთის ყურის რეგიონში ლუიჯი დი მაიო დაინიშნა. ახალი სპეციალური წარმომადგენლის ამოცანები იქნება ევროკავშირის ძლიერი, ყოვლისმომცველი და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარება რეგიონის ქვეყნებთან. ლუიჯი დი მაიო მოვალეობის შესრულებას პირველი ივნისიდან შეუდგება, საწყისი მანდატი 21 თვე იქნება. დი მაიო იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2019 წლიდან 2022 წლამდე იკავებდა.